პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პარაძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ (+95 კგ. კატეგორია J2) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყაზახი თალგატ აჟგალიევი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ანგარიშზე ექვსი მედალია და საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზეა. ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა (-70 კგ. კატეგორია J2), საბა ბაღდავაძემ (- 81 კგ. კატეგორია J1) და ზვიად გოგოჭურმა (- 95 კგ. კატეგორია J2) იზეიმეს. ბრინჯაოს მედლებს კი ზურაბ ზურაბიანი (- 64 კგ. კატეგორია J2) და ლაშა ყიზილაშვილი (-95 კგ. კატეგორია J2) დაეუფლნენ.

ქართველი პარასპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading