პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური მსოფლიოს ჩემპიონია

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პარაძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა (- 95 კგ. კატეგორია J2) ფინალში უზბეკი დავურხონ კარომატოვი დაამარცხა, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ჩემპიონობა კარიერაში მესამედ იზეიმა.

ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე ხუთი მედალია – ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა (-70 კგ. კატეგორია J2) და საბა ბაღდავაძემ (- 81 კგ. კატეგორია J1) იზეიმეს. ბრინჯაოს მედლებს კი ზურაბ ზურაბიანი (- 64 კგ. კატეგორია J2) და ლაშა ყიზილაშვილი (-95 კგ. კატეგორია J2) დაეუფლნენ.

ქართველი პარასპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading