,,ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაში მნიშვნელოვანია პოზიტიური დღის წესრიგი და საბერძნეთის პარლამენტის ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში არსებულ აქტუალურ საკითხებს”-მაკა ბოჭორიშვილი
„საბერძნეთის პარლამენტის მიერ მართვის მოწმობების აღიარების შესახებ გადაწყვეიტილების მიღება, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც საბერძნეთში იმყოფებიან და ამ ქვეყანაში საქმიანობენ. ყოველგვარი გამოცდების გარეშე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ გაცვალონ მართვის მოწმობები და გარკვეულწილად ეს ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას, თუკი ასეთი ინტერესი აქვთ მათ საბერძნეთში. Რა თქმა უნდა, ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით – აღნიშნა საქართველოს საგარეო მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა