მარნეულში სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ჭადრაკის ტურნირი გაიმართა

მარნეულში, 7 აპრილს, ჭადრაკში, სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მოჭადრაკეებმა, კერძოდ კი, ქალაქ მარნეულში, სოფელ სადახლოში, ხოჯორნიში და თაზაქენდში მოქმედი ჭადრაკის წრის აღსაზრდელებმა.

ღონისძიება მოიცავდა რამდენიმე რაუნდს,საუკეთესო მოთამაშეები, სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.

მოგეხსენებათ, ჭადრაკი მოზარდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური თამაშია, რომელიც აუმჯობესებს კონცენტრაციას და სტრატეგიული აზროვნების უნარს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading