„ორერას“ საიუბილეო კონცერტი 3 ივლისს ბოლნისში გაიმართება
ლეგენდარული ანსამბლი „ორერა“ 65 წლისაა.
,,საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, 3 ივლისს, 18:00 საათზე, ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში ლეგენდარულ ანსამბლ „ორერას“ საიუბილეო კონცერტი გაიმართება.”-ნათქვამია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
