მარნეულში კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ გალა კონცერტი გაიმართა
26 ივნისს მარნეულის კულტურის სახლის სცენამ უმასპინძლა ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ გალა კონცერტს. ფესტივალი მიზნად ისახავს ახალგაზრდა შემსრულებლების აღმოჩენას, ხელშეწყობასა და ქართული მუსიკალური კულტურის პოპულარიზაციას. ღონისძიებაში მარნეულის კულტურის ცენტრისა და ვოკალური სტუდიების ნიჭიერმა ბავშვებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა და რამდენიმე საპრიზო ადგილი მოიპოვეს.
,,ფესტივალში წარმატებით მონაწილეობდნენ მარნეულის კულტურის ცენტრისა და ვოკალური სტუდიების წარმომადგენლები. ახალგაზრდა მომღერლებმა სხვადასხვა ნომინაციაში საპრიზო ადგილები მოიპოვეს:
ნომინაცია – გუნდები
მე-3 ადგილი: მარნეულის კულტურის ცენტრის ბავშვთა გუნდი
პედაგოგი: შიო აბრახამია
ნომინაცია – სოლო სიმღერა / I ასაკობრივი კატეგორია (6–9 წწ.)
მე-3 ადგილი: ალექსანდრა შუბითიძე – ვოკალის სტუდიის სოლისტი
პედაგოგი: მაია ჯამალაშვილი
ნომინაცია – სოლო სიმღერა / III ასაკობრივი კატეგორია (14–18 წწ.)
მე-2 ადგილი და კომპანიის „არემჯის“ გამარჯვებული: ქრისტი ჯავახიძე – კულტურის ცენტრის სოლისტი
კომპანიამ ქრისტის სიმღერის სტუდიური ჩაწერა და არანჟირება აჩუქა.” – ნათქვამია მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მირ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მარნეულის კულტურის ცენტრისა და ვოკალური სტუდიების წარმატება კონკურს-ფესტივალზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეგიონში ხელოვნების სფერო აქტიურად ვითარდება და ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლები იღებენ სათანადო დაფასებას. მსგავსი ღონისძიებები არა მხოლოდ ახალ ტალანტებს აძლევს გამოჩენის საშუალებას, არამედ მუსიკისა და ეროვნული კულტურის პოპულარიზაციასაც ემსახურება. წარმატება და მოტივაცია, რომელიც მონაწილეებმა მიიღეს, უდავოდ იქნება მათი შემოქმედებითი ზრდისა და მომავალ წარმატებათა საფუძველი.




