ორბელიანების სასახლეში დღეს ვუმასპინძლე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს
ვისაუბრეთ საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიულად არსებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობასა და პარტნიორობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივაზე. ასევე განვიხილეთ ორივე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხები.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს



