რუსთავში არასრულწლოვნებს შორის კამათის შედეგად 2 მოზარდი დაიჭრა
რუსთავში, XXI მიკრორაიონში, 22-ე სკოლის ეზოში მოზარდებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და შედეგად 2 არასრულწლოვანი დაიჭრა.
ინფორმაციას”ინფო რუსთავი” ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. დაჭრილები გადაიყვანეს კლინიკა რუსთავი, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ უკვე დაადგინა დამნაშავის ვინაობა, ის მხილებულია, ხოლო მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.