ნოვრუზ ბაირამი უძველესი დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის მოსვლას, ბუნების გამოღვიძებას და სიცოცხლის განახლებას აღნიშნავს
დღესასწაულამდე ერთი თვით ადრე, ყოველ სამშაბათს აღინიშნება ნოვრუზის ოთხი “ჩერშენბე”, რომლებიც ოთხ სტიქიას – წყალს, ცეცხლს, ქარს და მიწას – უკავშირდება.
დღეს ცეცხლის ჩერშენბეა. ტრადიციის მიხედვით ადამიანები კოცონს ანთებენ და მასზე ხტებიან სულისა და სხეულის განწმენდის მიზნით. მათი რწმენით, ცეცხლი ყველაფერს ცუდს ანადგურებს, ხოლო კოცონის დანთება თბილი და ბარაქიანი წლის სიმბოლოა.
2009 წელს ნოვრუზ ბაირამი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა, ხოლო 2010 წელს გაერომ საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
____________