ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს დელეგაციის წევრმა, ილია მუშკუდიანმა მიიღო
მან ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ახალგაზრდების დასაქმება, ეკონომიკური გაძლიერება, მეწარმეობა და სხვა. ილია მუშკუდიანმა სიტყვით მიმართვისას STEAM განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული მიმართულება საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან სწორედ მეწარმეობაზე ორიენტირებული პროგრამები ახალგაზრდებს საჭირო უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
ახალგაზრდობის წარმომადგენელმა ყურადღება ასევე გაამახვილა იმ საჭიროებების უზრუნველყოფაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ ახალგაზრდას საკუთარი ცოდნის გამოვლენისა და თვითრეალიზების მაქსიმალური შესაძლებლობა ექნება.
ECOSOC-ის ახალგაზრდული ფორუმის 2025 წლის თემაა – „ახალგაზრდობა წინა ხაზზე: მეცნიერებისა და სოციალური ჩართულობის მეშვეობით მდგრადი განვითარებისკენ“.
