ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა რუსთაველ სპორტსმენებს საერთაშორისო წარმატებები მიულოცეს

რუსთაველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო არენებზე წარმატებებს მიაღწიეს!

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და პარლამენტარმა ირაკლი შატაკიშვილმა, წარმატებულ სპორტსმენებს – ალექსანდრე წივწივაძეს, სანდრო მეგრელიშვილს, გიორგი კახიძესა და საბა სულამანიძეს – ჩემპიონატებზე მიღწეული შედეგები პირადად მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

✨ ალექსანდრე წივწივაძემ კანოეთი სპრინტში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი და ბრინჯაო მოიგო, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ფინალში გადაინაცვლა.

✨ სანდრო მეგრელიშვილმა ტაეკვონდოში ევროპის პარა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი აიღო.

✨ გიორგი კახიძემ შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში მსოფლიო ვერცხლი მოიპოვა, ხოლო საბა სულამანიძემ – ბრინჯაო.

💰 რუსთავის მერია ოთხივე სპორტსმენს ყოველთვიურ, გაზრდილ სტიპენდიას დაუნიშნავს.

ვულოცავთ გამარჯვებებს და ვამაყობთ მათით! 🇬🇪👏

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading