ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირ-ბალკანეთის კონფერენციაში მონაწილეობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ქ. სარაევოში, მონაწილეობა მიიღო ევროპელი დემოკრატების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც ეხებოდა ევროკავშირის გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში.


კონფერენციაში მონაწილეობდნენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მოქმედი და ყოფილი მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.


კონფერენცია ბოსნია-ჰერცეგოვინას თანაპრეზიდენტმა, ჟელკო კომსიჩმა გახსნა.


კონფერენციის ფარგლებში ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აქვთ.


ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ მიღწევებზე და გამოწვევებზე. ისაუბრა ოკუპაციის თანმდევ პრობლემებზე და აქედან გამომდინარე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორზე.


​ნიკოლოზ სამხარაძემ გაფართოების პროცესის წარმატებით დასრულების მიზნით, ევროკავშირის გეოპოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading