“ნაცმოძრაობის” რეჟიმის დროს მასზე განხორციელდა მორალური წნეხი, ემუქრებოდნენ შვილების დაჭერით და რის გამოც მას მოუწია დაეთმო მისი წილი”-თეიმურაზ ჭიჭინაძემ
„ფიზიკურად აქ არ იყო არავითარი შეხება, ეს იყო მორალური წნეხი ისევ დაჭერის, ისევ შვილებზე ზემოქმედების, იმიტომ, რომ შესწავლილი ჰქონდათ ბიჭები. ხომ იცითო როგორ ხდებაო, შეიძლება რაღაცა ვუპოვოთო. ამ დროს დაემთხვა კიდე, რომ ჩემს გვერდით აგარაკზე, წავკისში, სადაც მე ვცხოვრობდი ახალაიები შეასახლეს. ჩემ მეზობელს ჩამოართვეს სახლი, შტაბ-ბინა ჰქონდათ იქ. ვეღარ გავძელი რა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შპს „ჟინერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭიჭინაძემ.