ისტორიაში პირველად თბილისში ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ტურნირი „KETI CUP 2025″ ჩატარდა
თბილისში „ტანვარჯიშის არენაზე“ „KETI CUP 2025“-ის მე-7 საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელიც საქართველოში ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით პირველად ჩატარდა.
ტურნირში 16 ქვეყნის არაერთი რეიტინგული ტანმოვარჯიშე მონაწილეობდა. მედლები გათამაშდა ორივე ოლიმპიურ დისციპლინაში – როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ გამოსვლებში.
ღონისძიებას საქართველოს სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე კოპალიანი ესწრებოდა, რომელმაც გამარჯვებულები დააჯილდოვა.
ტურნირის ორგანიზატორები გახლდნენ ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემია და საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაცია.
