ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული ბ.ა. დააკავეს.

🔍 სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს:
▪️ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 297 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება
▪️ 491 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება

⚖️ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading