,,მსოფლიო მთავრობათა სამიტზე მონაწილეობა კარგი შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ დელეგაციის წევრებს საქართველოზე ესაუბრათ”მაკა ბოჭორიშვილი

„ძალიან საინტერესო ღონისძიება იყო. ეს იყო ღონისძიება, სადაც რეალურად მსოფლიოს განვითარების მომავალზე მიმდინარეობს მსჯელობა და ღონისძიებაში საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციები მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ შესაძლებლობა ჰქონდა გვესაუბრა საქართველოზე. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა გამოსვლა იმ შესაძლებლობებზე, რასაც საქართველო სთავაზობს რეგიონს, იმაზე, რომ საქართველო არის საკმაოდ მიმზიდველი ქვეყანა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ეს გახლდათ ასევე ორმხრივი შეხვედრების მთავარი თემა.

საქართველოს მიმართთ ინტერესი საკმაოდ დიდია.

ჩვენ გვქონდა ბევრი ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის გაიმართა შეხვედრა გაერთიანებული ემირატების პრემიერ-მინისტრთან, დუბაის მმართველთან. საკმაოდ საინტერესო შეხვედრები ჰქონდა ეკონომიკური თვალსაზრისით სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზე საქართველოში განხორციელდება საკმაოდ სერიოზული ინვესტიცია გაერთიანებულ საამიროების მხრიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს პროექტები განხორციელდეს ისე, რომ საქართველომ მაქსიმუმის სარგებელი ნახოს ამ ყველაფრისგან და რა თქმა უნდა შემდგომი პროექტებისთვი მოვემზადოთ და დავიწყოთ მუშაობა სხვა პროექტების განსახორციელებლად.

ყველა აღნიშნავს, რომ ბიზნესის კეთებისთვის საქართველო არის მიმზიდველი ქვეყანა და ამაზე აპელირებენ ის ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში უკვე საქმიანობენ.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სანდოობაზე, ხელისუფლების სანდოობაზ,ე ბიზნეს გარემოს სანდოობაზე, დაცულობაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის და სწორად და ამ საკითხებზე კეთდება ხოლმე აქცენტი და სწორედ აქედან მოდის პირველ რიგში ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში.

უსაფრთხო გარემო არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომაც, პირველ რიგში გვჭირდება ჩვენ მაქსიმალური ძალისხმევა იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური გარემო და სტაბილური განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს საქართველოს იმისთვის, რომ სწორედ ამ ინტერესებზე დაფუძნებით უფრო მეტი საინტერესო პროექტის განხორციელება შევძლოთ ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედი LIVE“-ში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading