სპორტის მინისტრი მერაბ დვალიშვილის ბრძოლას დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ნიუარკის Prudential Center-ში UFC – 316-ის ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილისა და ამერიკელი შონ ო ’მალის ბრძოლას დაესწრო. ბრძოლა მერაბის გამარჯვებით დასრულდა, ქართველმა მებრძოლმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. შალვა გოგოლაძემ მერაბ დვალიშვილს გამარჯვება და ტიტულის შენარჩუნება მიულოცა.

მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი გასულ წელს სწორედ შონ ო’მალის დამარცხებით მოიპოვა. წელს ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონის ქამარი პირველად იანვარში დაიცვა. მან რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვს ძლია.

34 წლის მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეთორმეტე ბრძოლა მოიგო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading