მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან შეხვედრა გამართა

,,სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩემს კოლეგასთან, ბატონ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან შეხვედრა გავმართე.

ვისაუბრეთ საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიულად არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობისა და პარტნიორობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

პირისპირ შეხვედრისას, ასევე განვიხილეთ ორივე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. ბატონ ვაჰაგნ ხაჩატურიანს მადლობა გადავუხადე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრისას კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას – საქართველო მზად არის განაგრძოს წვლილის შეტანა სამხრეთ კავკასიაში დიალოგისა და დიპლომატიის ხელშეწყობის პროცესში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გავაკეთეთ.” – წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading