ჯანდაცვის მინისტრმა და პირველმა ლედიმ შობა-ახალი წელი სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვებსა და ხანდაზმულებს მიულოცეს


ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, შობა-ახალი წელი სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და წილკნის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს მიულოცეს.

მინისტრი და პირველი ლედი ადგილზე გაეცნენ ბავშვებისა და ხანდაზმულების საცხოვრებელ პირობებსა და სერვისებს, ბენეფიციარებს ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვეს, ხოლო დაწესებულებების პერსონალს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია თითოეული ბავშვისა და ხანდაზმული ადამიანისათვის მხარდამჭერი და ღირსეული გარემოს შექმნა, რომელიც მათ კეთილდღეობას, ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ საჭიროებებზე ზრუნვას უზრუნველყოფს. მისი თქმით, აღნიშნული მიმართულება სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

წილკნის ხანდაზმულთა პანსიონატი ბენეფიციარებს ღირსეულ და უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს სთავაზობს. რაც შეეხება თბილისის ბავშვთა სახლს, სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლში 21 არასრულწლოვანი ცხოვრობს, რაც მათთვის ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებს ქმნის.

დაწესებულებებში ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან 24-საათიანი საცხოვრებლით, სრულფასოვანი კვებით, საჭირო მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებითა და შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით.

მიხეილ სარჯველაძესა და პირველ ლედისთან ერთად, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვებთან და წილკნის ხანდაზმულთა პანსიონატში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძეც იმყოფებოდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading