პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს.

,,თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, საქართველოს უახლესი ისტორიის ამ გარდამტეხ ეტაპზე, მისი სულიერი წინამძღოლობა იყო მთავარი ძალა, რომელიც საზოგადოებას სიმშვიდით, ერთიანობითა და მომავლის რწმენით ავსებდა.”

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის დიდი პატივია, თავისუფლების მოპოვებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე საიმედო საყრდენი სწორედ პატრიარქის სიბრძნე და ლოცვა-კურთხევა რომ არის.

მისივე თქმით, ილია II-ის თავდადებული მსახურება, უზენაესი ფასეულობების ერთგულება და მოყვასის სიყვარული თითოეული მოქალაქისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს.

პრემიერ-მინისტრი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას უსურვებს სამშობლოს საკეთილდღეოდ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading