მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ გახსნასა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ვისკონტების სასახლეში ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტი და ოფიციალური მიღება გაიმართა

სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, მილანის მერმა ჯუზეპე სალამ, მილანის პრეფექტმა კლაუდიო ზგარალიამ და ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა მარკო ალპარონემ.

შესრულდა საქართველოსა და იტალიის სახელმწიფო ჰიმნები.

საზეიმო ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading