მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეებში უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნენ აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, თურქეთის, თურქმენეთის, იემენის, იორდანიის, ინდოეთის, ირანის, ისრაელის, კოტ-დივუარის, კუბის, ნეპალის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, სუდანის, ტაილანდის, ფილიპინების, ყირგიზეთისა და ჩინეთის მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.