№5 პენიტენციურ დაწესებულებაში მუსიკალური ღონისძიება ჩატარდა
ქალი მსჯავრდებულებისთვის ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები ქალაქ რუსთავის ანსამბლმა „დედაშვილობამ“ შეასრულა. ღონისძიებაში მსჯავრდებულებიც ჩაერთვნენ და მუსიკალური ნომრები როგორც დამოუკიდებლად, ისე ანსამბლის წევრებთან ერთად წარმოადგინეს.
ღონისძიების მიზანი მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობა და გარესამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებაა.
მსჯავრდებულებს საპატრიარქოსგან საჩუქრად საეკლესიო ნივთები, ლიტერატურა და ტკბილეული გადაეცათ.
მუსიკალური საღამო სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით ჩატარდა.




