გორში არასრულწლოვანი შშმ პირის გაუპატურების ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც ტაქსის მძღოლია, გორის მუნიციპალიტეტში მდებარე ტყის მასივში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მოზარდზე სექსუალურად იძალადა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა მ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading