,,მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება”-კახა კალაძე

“ჩვენ ვხედავთ მუდმივ შანტაჟს, ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნის სტატუსით, ხან სანქციებით წარმოუდგენელია ეს. მოთხოვნა რა არის? ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს, ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი. წარმოუდგენელია იმ მოთხოვნების შესრულება რასაც ჯერ კიდევ კაბინეტებში პირდაპირ მოგვიწოდებდნენ შანტაჟით, ეს უკვე ყველა ზღვარს სცდება პირდაპირ მოწოდებები, რეზოლუციებიც კი მიიღეს სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით.

ბიძინა ივანიშვილს რაც შეეხება, ეს ადამიანი საქართველოში მოღვაწეობით დაკავებულ იყო კეთილი საქმეებით, ქველმოქმედებით, უამრავი პროექტი საქველმოქმედო ღონისძიება აქვს გაკეთებული. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი მხრიდან იყო 2012 წელს როცა ის პოლიტიკაში შემოვიდა და მოიპოვა გამარჯვება. ეს ადამიანი ემსახურება ქვეყანას, ქართველ ხალხს და ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენი პარტია ქართული ოცნება დემოკრატიულისა ქართველო, რომელმაც მოვიპოვეთ 26 ოქტომბერს მოვიპოვეთ გამარჯვება, იმიტომ რომ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, ეს პოლიტიკა და დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ გვინდა მეგობრობა, პარტნიორობა, თანამშრომლობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება “— განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading