ირაკლი დემეტრაშვილი თბილისის ,,გრანდ სლემის” ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის ,,გრანდ სლემი” მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში უზბეკი შოხრუხონ ბახტიოროვი დაამარცხა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე მან ნიდერლანდელი, უკრაინელი და უზბეკი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალი კი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე სპორტსმენთან დათმო.

საქართველოსთვის ეს თბილისის ,,გრანდ სლემზე” მოპოვებული მერვე მედალია. ტურნირზე ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე წონაში ნინო ლოლაძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. თემურ ნოზაძემ (-66 კგ) – ვერცხლის, ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) ოქროს, ირაკლი ბეროშვილმა(-81 კგ), ზაურ დვალაშვილმა (-81) და გიორგი ჯაბნიაშვილმა (-90 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading