გურამ თუშიშვილი თბილისის ,,გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის ,,გრანდ სლემი” მიმდინარეობს. გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ფინალი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ინალ ტასოევთან დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ფინალურ შეხვედრამდე ქართველმა სპორტსმენმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე, კვიპროსელი და მონღოლი სპორტსმენები დაამარცხა.

საქართველოსთვის ეს თბილისის ,,გრანდ სლემზე” მოპოვებული მეცხრე მედალია. ტურნირზე ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე წონაში ნინო ლოლაძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. თემურ ნოზაძემ (-66 კგ) – ვერცხლის, ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) ოქროს, ირაკლი ბეროშვილმა(-81 კგ), ზაურ დვალაშვილმა (-81), გიორგი ჯაბნიაშვილმა (-90 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading