მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს – ქეთო ლორიას, 102 წელი შეუსრულდა,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ მას დაბადების დღე მიულოცა

ღვაწლმოსილ ქალბატონს დაბადების დღე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსმა – შოთა ყიფიანმა, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ და სამმართველოს თანამშრომლებმა მიულოცეს.

ქეთევან ლორია სტუდენტი იყო, როდესაც ომში წასვლა გადაწყვიტა. იყო მოსკოვში, პოლონეთში, ოდესასა და რუმინეთში. ოდესიდან – რუმინეთამდე 400 კმ ფეხით გაიარა, ფაშიზმზე გამარჯვება კი ქალაქ გალაცში იზეიმა. ქეთევან ლორიამ მეორე მსოფლიო ომში სამი წელი და ხუთი თვე დაჰყო. მას პედაგოგიური საქმიანობის 56 წლიანი გამოცდილება აქვს. ჰყავს ერთი შვილი და ორი შვილიშვილი.

კობა კობალაძემ, ქეთევან ლორიას ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა. ვეტერან ქალბატონს, სამსახურისგან მისალოცი ბარათი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

ეორე მსოფლიო ომის ვეტერანს – ქეთო ლორიას, 102 წელი შეუსრულდა

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading