მარნეულში, სპორტული მოედნების მოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
მარნეულში, სპორტული მოედნების მოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მარნეულის მერთან კეკან ომაროვთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 20 იანვრის ქუჩაზე და ეკო მიგრანტების დასახლებაში, ახლად მოწყობილი მინი კომბინირებული სტადიონები და ფიტნეს ტრენაჟორები მოინახულეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ კომბინირებული სპორტული სივრცეების მოწყობით სამუშაოებისთვის 461 218 ლარი დახარჯა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო




