მარნეულში დედა ენის დღე აღინიშნა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით და მარნეულის #6 საჯარო სკოლის ორგანიზებით, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეები სტუმრების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ეთნო-კუთხეები. კულინარიული გამოფენა და თითოეულ კუთხესთან დაკავშირებული პერფორმანსები.
ღონისძიებას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე და მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ასევე, საიმერლოს საჯარო სკოლაში დაესწრნენ 14 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და დამსწრე საზოგადოებას დედა ენის დღე მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ 1978 წლის 14 აპრილი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია. საბჭოთა ხელისუფლების განზრახვას, ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია, ქართული საზოგადოების პატრიოტული პასუხი მოჰყვა, რამაც საბჭოთა ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლა აიძულა. 1990 წელს 14 აპრილი დედა ენის დღედ გამოცხადდა..
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია / Marneuli Municipality City Hall




