მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1963 წელს დაბადებული ვ.ი. დააკავეს.

პოლიციამ ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები – „ბუპრენორფინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ — ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading