მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მუსლიმ თემს ნოვრუზსა და რამადან ბაირამს ულოცავს

„ჩემო ძვირფასო მარნეულელებო, ჩემო აზერბაიჯანელო ძმებო და დებო, მოგვიანებით, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ რამადან ბაირამს და ნოვრუზის დღესასწაულს!

ნოვრუზი ერთობის, ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის დღეა. გულწრფელი მადლობა იმ თანადგომისთვის, რაც ამ დღეებში თითოეულმა თქვენგანმა გამოხატეთ და საერთო მწუხარება ერთად გავიზიარეთ.

სწორედ ასე – თანადგომით, ერთობით, ერთმანეთის ლხინისა თუ ჭირის გაზიარებით – საუკუნეების განმავლობაში ვცხოვრობთ, და ჩვენი ვალია კიდევ უფრო მეტად გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობას, სითბოსა და სიყვარულს, რაც ფასდაუდებელია,“ – განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading