მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში ბარათაანთ არხის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში მიმდინარეობს ბარათაანთ არხის ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან გაწმენდის, ასევე საექსპლუატაციო გზის მოწყობის სამუშაოები – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ განხორციელებული სამუშაოები გააუმჯობესებს არხის გამტარუნარიანობას, რის შედეგადაც დაახლოებით 80 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად უზრუნველყოფილი იქნება სარწყავი წყლით, რაც ადგილობრივი ფერმერებისთვის მნიშვნელოვან დახმარებას წარმოადგენს.

პროექტი დეკემბრის პირველი ნახევრისთვის დასრულდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის რეგიონში 2012–2024 წლებში განხორციელებული მელიორაციის პროექტების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 34,000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწა, ხოლო 32,000 ჰექტარზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading