ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად რიკოთის მაგისტრალის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

🔸 ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთზე მიმდინარეობს:

  • 5 ახალი ხიდის მშენებლობა
  • 3 ზოლიანი ჩქაროსნული გზის მოწყობა
  • ფერდის დამუშავება
  • სადრენაჟე არხების მოწყობა
  • გზის საბოლოო მოსაპირკეთებელი სამუშაოები

🔸 4 კმ-იანი მონაკვეთი დასრულების ეტაპზეა.

🔹 რიკოთის ახალი გზის ექსპლუატაციაში ჩაშვების შემდეგ მანძილი 8 კმ-ით შემცირდება, ხოლო გადაადგილების დრო ორმოურად დაპატარავდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading