მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით, სოფელ ყიზილაჯლოში წარმატებით გაიმართა “მარნეულის ჩემპიონატი” თავისუფალი სტილით ჭიდაობაში

ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს, სოფელ არაფლოს, სოფელ სადახლოს, სოფელ ყიზილაჯლოს და ქალაქ მარნეულში მოქმედმა თავისუფალი სტილის წრეების სპორტსმენებმა. საერთო ჯამში, ტურნირში ასამდე მოჭიდავე ჩაება და მედლები ჩვიდმეტ წონით კატეგორიაში გათაშდა.

ტურნირის მიზანი ნიჭიერი სპორტსმენების და მარნეულის ნაკრები გუნდის გამოვლენა იყო, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის სახელით საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, მიმდინარე წლის 23-27 აპრილს გაიმათება.

მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენასა და მათი სპორტული ზრდის ხელშეწყობაში.

ადგილობრივი ტურნირების ჩატარება ახალგაზრდებს ასწავლის დისციპლინას, შრომისმოყვარეობას და გამარჯვების სურვილს, ხოლო სპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობისათვის.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა/Marneuli Municipality Sportschool

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading