მარნეულის მუნიციპალიტეტმა ტრადიციულად ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული მასშტაბურად აღნიშნა

აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკა ტყემალაძემ, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო: თეატრალიზებული მსვლელობა, სიმბოლური კოცონის ანთება, ეთნოკუთხე ტრადიციული კერძებით, სპორტული აქტივობები, საბავშვო გასართობი ზონა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა, ასევე გაიმართა კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.

სახალხო დღესასწაულს ასევე ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები.

ქვემო ქართლის მხარე

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading