მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2025 წლისთვის დაგეგმილი პროექტების განხილვა დასრულდა

მერის, კენან ომაროვის ბრძანებით განსაზღვრული სამი სამუშაო ჯგუფის მიერ, ადგილობრივებთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართა.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს, სამუშაო ჯგუფებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძვანელები ესწრებოდნენ.

კრებებზე ადგილობრივებმა, დასახლებების მიხედვით, 2025 წელს თავიანთ სოფლებში განსახორციელებელი პროექტების ტიპები განსაზღვრეს.

შეგახსენებთ, რომ 2025 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის პროგრამის ფარგლებში 1 232 000 ლარია გამოყოფილი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია / Marneuli Municipality City Hall 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading