მარნეულის მოკრივეთა წარმატება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე

🥊 ქალაქ თბილისში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის, სადაც წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის წარმომადგენლებმა.

მოკრივეთა მონაგარი ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია.
70 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ვიცე ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა გიორგი ჟორჟოლიანი (პირადი მწვრთნელი – ზურა მუშკუდიანი).

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:
🥉 გიორგი შუბითიძე – 85 კგ (პირადი მწვრთნელი – დავით ტაბატაძე);
🥉 რაგიმ მამედოვი – 55 კგ (პირადი მწვრთნელი – აზერ მამედოვი);
🥉 ლიკა დარბაიძე – 60 კგ (პირადი მწვრთნელი – დავით ტაბატაძე).

მარნეულის სპორტული სკოლის მოკრივეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მაღალი სპორტული დონე ეროვნულ ჩემპიონატზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading