მარნეულის მერიის ახალგაზრდულმა საბჭომ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე მერიის ახალგაზრდული საბჭოს 2025 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს დაესწრო.
პრეზენტაციის ფარგლებში ახალგაზრდებმა წარმოადგინეს წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და აქტივობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფერების ფესტივალსა და კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს.
შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და მარნეულის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.