მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდა.

მერიაში გამართულ გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბავშვთა ზრუნვის, დელეგირებული უფლებამოსილების, ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირთა საკითხები.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს მომავალში ერთობლივი აქტივობების განხორციელებაზე და მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading