მარნეულის მერიაში მოქალაქეთა მიღების დღეები გრძელდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღების დღეები გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც დიალოგის რეჟიმში მოისმინა ადგილობრივების საჭიროებები და მათ წინაშე არსებული გამოწვევები.
მოქალაქეებთან მჭიდრო კომუნიკაცია თვითმმართველობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.