მარნეულის კულტურის ცენტრის უნიჭიერესი სოლისტი შაბან მამედოვი

შაბან მამედოვი მარნეულიდანაა. შვიდი თვის ასაკში აღმოაჩნდა ვირუსი სისხლში რის შედეგადაც განმივითარდა მხედველობის დაქვეითება, საბოლოოდ კი – უსინათლობა.

შაბანი წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო კონკურსებზე. ის დიდი წარმატებით წარმოადგენს საკუთარ თავს, ქვეყანას და მარნეულის მუნიციპალიტეტს.

,,პირველად მამამ შენიშნა, რომ მუსიკალური ნიჭი მქონდა. მაშინ ერთ-ერთი აზერბაიჯანული სიმღერის პატარა მონაკვეთს ვუკრავდი და მამამ მითხრა, რომ თუ ბოლომდე ვისწავლიდი ამ სიმღერას ახალ ნამდვილ კლავიშიან ინსტრუმენტს მიყიდდა. მამამ დანაპირები შეასრულა და თანდათან დავიწყე მუსიკალური განათლების მიღება. პირველი კონცერტი 2009 წელს მარნეულში მქონდა და ძალიან ვღელავდი, რადგან სიმღერასთან ერთად უნდა დამეკრა კიდეც, რაც უსინათლო ბავშვისთვის საკმაოდ რთული იყო. ამის შემდეგ არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალში მივიღე მონაწილეობა წარმატებით და არაერთი გრამპრი მოვიპოვე. “- შაბან მამედოვი

მიღებული აქვს:

 შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე – „ივერია – ბრილიანტზე“ პირველი ადგილი აიღო.

მაღალი შეგედის და ფესტივალის განვითარების კონცეფციიდან გამომდინარე, შაბანი „ივერია – ბრილიანტის“ დამფუძნებელმა უკრაინაში, ქალაქ ვინიცაში გააგზავნა შშმ პირთა სიმღერის საერთაშორისო  ფესტივალზე „ზალატოი პტახ“, სადაც ასევე პირველი ადგილი დაიკავა.

ასევე ქუთაისში გაიმართა „ივერია – ბრილიანტი“ საერთაშორისო ფესტივალი და აქაც გრანპრის მფლობელი გახდა

  „წლის ვარსკვლავის“ ჯილდოთი დაჯილდოვდა  „წლის წარმატებული ადამიანების“ დაჯილდოვების ცერემონია 29 დეკემბერს თბილისში სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართა.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, მხატვრული შემოქმედების 31-ე საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე “LES ETOILES DE PARIS 2024”, მარნეულის კულტურის ცენტრის სოლისტმა, შაბან მამედოვმა სოლო კატეგორიაში უმაღლესი ჯილდო – გრან-პრი მოიპოვა

ჩეხეთში, პრაღაში გამართულ ფოლკლორის ცეკვის და მუსიკის XXXIX საერთაშორისო კონკურს–ფესტივალზე “პრაღის საშობაო ვარსკვლავები 2023“, შაბან მამედოვმა კონკურსის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading