მარნეულის ახალგაზრდა კიკბოქსიორების წარმატება თელავის საერთაშორისო ტურნირზე 🥊

თელავში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, „პროფ/4 ივენთი“ კიკბოქსინგში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის კიკბოქსიორებმა ღირსეულად იასპარეზეს და მედლების მთელი ნაკრები მოიპოვეს.

🏆 ჩემპიონის ტიტული – 35 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ელოიანმა (პირადი მწვრთნელი – ნიკოლოზ ჭკადუა) ტექნიკური ნოკაუტით სძლია სომეხ მეტოქეს, გახდა ტურნირის გამარჯვებული და ჩემპიონის ქამრის მფლობელი.

🥈 ვერცხლის მედლები მოიპოვეს:

  • გევორგ სარქისიანი – 54 კგ კატეგორია (პირადი მწვრთნელი – კახა ჭკადუა)
  • სახილ ბაირამოვი – 38 კგ კატეგორია
  • ნიხად გახრამანოვი – 54 კგ კატეგორია (პირადი მწვრთნელი – ელვინ ემინაგაროვი)

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს და მომავალ გამარჯვებებს უსურვებს.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading