რუსთავი-ჯანდარა-ლემშვანიერას 9-კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო🚧

რუსთავი-ჯანდარა-ლემშვანიერას დამაკავშირებელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის 9-კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო პროექტი ოფიციალურად დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, აშენდება ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი, გზის სავალი ნაწილი დაიხაზება, დამონტაჟდება როგორც სტანდარტული, ისე ინდივიდუალური საგზაო ნიშნები, ასევე შესრულდება ჰორიზონტალური მონიშვნის სრული სამუშაოები.

გზის ინფრასტრუქტურის განახლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ავტოტრანსპორტის გადაადგილების უსაფრთხოებასა და კომფორტს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სწრაფ და უსაფრთხო კავშირს უზრუნველყოფს. რომელიც რეგიონის განვითარებასა და სატრანსპორტო მომსახურების ხარისხის ზრდას შეუწყობს ხელს.

პროექტი სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 7 476 917 ლარს შეადგენს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading