მარნეულელი ძიუდოისტები, ძიუდოს ლეგენდის, შოჰეი ონოს მასტერკლასს დაესწრნენ
რუსთავის სპორტის სასახლეში ორგზის ოლიმპიურ და სამგზის მსოფლიო ჩემპიონის შოჰეი ონოს მასტერკლასს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ექვსივე წრის ძიუდოისტები ესწრებოდნენ, როგორც ბიჭები, ასევე გოგონები.
აღსანიშნავია, რომ შოჰეი ონო საქართველოში, ქვემო ქართლის რწმუნებულის პირველი მოადგილის გიორგი შინჯიკაშვილის ინიციატივით და ხელშეწყობით იმყოფებოდა.
მსგავსი მასტერკლასი მომავალი თაობისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ის არა მხოლოდ სპორტული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და აძლევს მოტივაციას მომავალ თაობას, ასევე იძლევა საშუალებას მიიღონ პრაქტიკული რჩევები წარმატებული სპორტსმენებისგან.




