მალიბუში პერის ჰილტონის სახლი დაიწვა

ამერიკელი მოდელისა და მსახიობის პერის ჰილტონის სახლი მალიბუში, ხანძრის შედეგად დაიწვა, – წერს ჰილტონი სოციალურ ქსელ X-ში.

„იჯდე ოჯახთან ერთად და უყურებდე ახალ ამბებს იმის შესახებ, თუ როგორ იწვის პირდაპირ ეთერში ჩვენი სახლი მალიბუში – ეს არის ის, რაც არასდროს არავინ არ უნდა განიცადოსეს ის ადგილია, სადაც ფენიქსმა გადადგა თავისი პირველი ნაბიჯები და სადაც ჩვენ ვოცნებობდით მთელი ცხოვრების მოგონებების შექმნაზე.

მე მადლობელი ვარ, რომ ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა. ჩემი გული და ლოცვა არის ამ ხანძრის შედეგად დაზარალებულ ყველა ოჯახზე. ყველა იმ ადამიანს, ვინც დაკარგა სახლები, მოგონებები და საყვარელი შინაური ცხოველები. გული მტკივა მათგამო, ვინც ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშაა ან გლოვობს . წარმოუდგენელია იმის გააზრება, რომ დღეს ბევრი იღვიძებს იმ ადგილის გარეშე, რომელსაც ისინი სახლს უწოდებდნენ, ნამდვილად გული მწყდება.

მადლობა მამაც მეხანძრეებს და  მაშველებს, რომლებიც სიცოცხლეს რისკავს ჩვენს დასაცავად - თქვენ ნამდვილი გმირები ხართ. მე ძალიან მადლობელი ვარ თქვენი გამბედაობის, თავდადებისა და წარმოუდგენელი მსხვერპლისთვის, რომელსაც თქვენ იღებთ სიცოცხლის გადასარჩენად და ამ წარმოუდგენელ ბრძოლაში. გმადლობთ გულის სიღრმიდან.

გთხოვთ ყველას, დაიცავით ევაკუაციის ბრძანებები. დავიცვათ ერთმანეთი და შევინარჩუნოთ იმედი, რომ ეს ხანძრები მალე იქნება ლოკალიზებული. გიგზავნით ძალიან დიდ სიყვარულს. ჩვენ ერთად ვართ, ამაღამ ცოტა უფრო მაგრად ჩაეხუტე შენს საყვარელ ადამიანებს. არასოდეს იცი, როდის შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი“, - წერს ჰილტონი სოციალურ ქსელ X-ში.

გავრცელებული ინფორმაციით, კიმ კარდაშიანის, ლედი გაგას, შერის და სხვა ვარსკვლავების მდიდრული სახლებიც საფრთხის ქვეშაა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading