მაკა ბოჭორიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა და ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. 

ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს, წლევანდელ ფორუმს გახსნის თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი. ღონისძიებას დაესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. 

საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა სესიაზე  – “რეგიონული თანამშრომლობის გამოწვევები და შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიაში”.

ფორუმის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading