კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით კონკურსი სახელოვნებო სასწავლებლების ხელშეწყობისთვის გამოცხადდა


საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ აცხადებს კონკურსს – „კერძო/მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების ხელშეწყობა“.

კონკურსი მიზნად ისახავს სახელოვნებო სასწავლებლების ინსტიტუციურ განვითარებას, მოსწავლეთა და პედაგოგთა მოტივაციის ამაღლებას, სწავლა-სწავლების ინოვაციური მიდგომების დანერგვას, შემოქმედებითი უნარების წახალისებას და პროფესიული კადრების მომზადების ხელშეწყობას.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ დებულებით განსაზღვრულ პირობებს. თითოეულ კონკურსანტს მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენა შეუძლია.

კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 500,000 ლარს, ხოლო პროექტების განხორციელების ვადაა – 2025 წლის 1 სექტემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 10 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, 18:00 საათამდე, ელექტრონულად – ელ.ფოსტაზე: info@creativegeorgia.ge

დამატებითი ინფორმაცია, განაცხადის ფორმა და საკონკურსო პირობები ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: creativegeorgia.ge

საკონსულტაციო კითხვებისთვის შესაძლებელია დაკავშირება ნომერზე: 551 58 94 97 (სამუშაო საათებში – 09:00-18:00).

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading