კობა მურადაშვილი: „ჩვენი ძალისხმევა შედეგიანია – 4 ოქტომბერს ღირსეულ შედეგს დავდებთ“

დმანისის მერობის კანდიდატი კობა მურადაშვილი სოფელ ვარდისუბანსა და დიდ დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრისას მურადაშვილმა განხორციელებულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებსა და ადგილობრივების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი ძალისხმევა შედეგიანია. სოფლებში უკვე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები გვაქვს. თქვენი აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა ამის მთავარი გარანტიაა,“ – აღნიშნა კობა მურადაშვილმა.

მისივე თქმით, მოსახლეობის მხარდაჭერით, 4 ოქტომბერს ღირსეულ შედეგს დადებს დმანისისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებისა და მშვიდობისთვის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading