კობა მურადაშვილი ამამლოს მოსახლეობას შეხვდა
დმანისის მერობის კანდიდატი კობა მურადაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ამამლოს მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს უკვე დასრულებული, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.


🔨 მურადაშვილის თქმით, ამამლოში მიმდინარე ეტაპზე შენდება თანამედროვე საბავშვო ბაღი, რომელიც 125 ბავშვზეა გათვლილი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბავშვთა განათლებისა და განვითარების პირობებს.
📍 გარდა ამისა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაგეგმილია სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია და წყლის სისტემის სრული მოწყობა, რაც მურადაშვილის შეფასებით, არსებითად გააუმჯობესებს ადგილობრივების ცხოვრების ხარისხს.

„მჯერა, ერთად გავაგრძელებთ ჩვენი სოფლების განვითარებას და მომავალ თაობას უკეთეს გარემოს შევუქმნით,“ — აღნიშნა კობა მურადაშვილმა.